Friday 20 March 2015

ბინდი (რომანი)

ბინდი“ (ინგლ. Twilight) — პირველი წიგნი ამავე სახელწოდების რომანების სერიიდან, რომელიც შექმნა ამერიკელმა მწერალმასტეფანი მეიერმა. რომანში მოთხრობილია 17 წლის ბელა სუონისა და ვამპირ ედვარდ კალენის სიყვარულის ამბავი. წიგნი გამოვიდა 2005 წელს. მისი პირველი ტირაჟი გაიყიდა 100.000 ასლის სახით (შტატებში).

სიუჟეტი

ბელა სუონის დედას ახალი მეუღლე ჰყავს და ბელამ გადაწყვიტა, დედისგან ცალკე იცხოვროს. იგი ჩამოვიდა მამასთან,ფორკსში (ვაშინგტონი). სკოლაში ყველა ბელაზე ჭორაობს, რაც მას ძალიან აღიზიანებს. პირველსავე დღეს იგი მოეწონებათ თანაკლასელ ბიჭებს და მას დევნას დაუწყებენ. თუმცა ბელა მათ ყურადღებას არ აქცევს. ლანჩის დროს იგი დაინახავს ხუთ ადამიანს, რომლებიც სხვებისაგან განსხვავებით თეთრები და ძალიან მომხიბვლელები არიან. მათ შორის მოეწონება ერთი ბიჭი, რომელსაც ედვარდი ჰქვია.
ბიოლოგიის გაკვეთილზე იგი ედვარდის გვერდით ჯდება და უკვირს, რომ იგი მას ზიზღით უყურებს. გაკვეთილის ბოლოს კი იგი უკან მოუხედავად გადის კლასიდან. ბელა ვერ ხვდება, თუ რა დაემართა ედვარდს. იგი მის რეაქციას თავის თმის სუნს დააბრალებს, თუმცა შეატყობს, რომ თმას არაფერი სჭირს. ედვარდი რამდენიმე დღის განმავლობაში სკოლაში არ ჩნდება, რაც ბელას აფიქრებინებს, რომ ამაში თავად არის დამნაშავე. თუმცა, ერთ კვირაში ედვარდი კვლავ უბრუნდება სკოლას და ბელას უფრო თბილად ეპყრობა, ვიდრე მანამდე. ერთხელ, როდესაც ყინულზე მოცურებული ფურგონი ბელასკენ მიისწრაფის, არსაიდან ჩნდება ედვარდი და გადაარჩენს მას, თუმცა კითხვაზე, თუ საიდან გაჩნდა, პასუხობს, რომ ბელას გვერდზე იდგა.
ერთხელ ბელა მეგობრებთან ერთად ინდიელების რეზერვაციაში მიდის, სადაც ბავშვობის მეგობარს, ჯეიკობ ბლეკს იხილავს. იგი მოუთხრობს ინდიელთა ლეგენდებს ვამპირებზე და მათზე, ვინც ცხოველთა სისხლით იკვებება. აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ ბევრ ადამიანს სწამს, თითქოს კალენების ოჯახი ვამპირებს მიეკუთვნება. ეს ბელას დააეჭვებს, როდესაც ინტერნეტში ვამპირების შესახებ სტატიას წაიკითხავს. სტატიაში აღწერილი სიმპტომები ემთხვევა ედვარდისას. ესენია ცივი კანი, არაადამიანური სილამაზე, სისწრაფე და თვალის ფერის ცვალებადობა.
პორტ-ანჯელესში მოგზაურობისას ბელა ხვდება ხულიგნების ბანდას, რომელიც მას არ ეშვება. მოულოდნელად ჩნდება ედვარდი, რომელიც მას კვლავ გადაარჩენს. კაფეში იგი გამოუტყდება ბელას, რომ შეუძლია ადამიანის ფიქრების ამოცნობა, მისი და ელისი მომავალს ხედავს, ხოლო ერთ-ერთ ძმას, ჯასპერს შეუძლია ადამიანისთვის ემოციების შთაგონება. რამდენიმე დღეში ედვარდი უამბობს ბელას, თუ რატომ ექცეოდა უხეშად - ბელას სისხლი მისთვის მიმზიდველი იყო და მისი სურნელი წყურვილის გრძნობას უჩენდა. იგი აგრეთვე უამბობს, რომ ბელას აზრებს ვერ კითხულობდა, რაც კიდევ უფრო იზიდავდა. იგი სუონს ბეისბოლის თამაშში მონაწილეობას სთავაზობს, რომელსაც კალენების იჯახი ხშირად მართავს. მაგრამ თამაშის დროს ჩნდებიან მოხეტიალე ვამპირები - ჯეიმზი, ვიქტორია და ლორანი, რომლებიც კალენებისგან განსხვავებით ადამიანის სისხლით იკვებებიან. ჯეიმზი შეიგრძნობს ბელას სისხლის მომაჯადოებელ სურნელს და მასზე მისდევს. კალენები მიიღებენ გადაწყვეტილებას, გადაარჩინონ ბელა და მოკლან ჯეიმზი. ისინი ბელას ფენიქსში აბრუნებენ და ცდილობენ, ჯეიმსს თავგზა აუბნიონ, თუმცა იგი გამოცდილია და მალევე ხვდება, რომ მის მოტყუებას ცდილობენ. იგი ბელას შეხვედრას უნიშნავს საბალეტო სტუდიაში და ემუქრება დედის მოკვლით. საბოლოოდ კალენები ჯეიმზს კლავენ და მის გვამს წვავენ.

გარეკანი

სტეფანი მეიერის თქმით, გარეკანზე გამოსახული ვაშლი არის აკრძალული ხილის სიმბოლო, ბიბლიიდან. იგი არის ბელასა და ედვარდის აკრძალული კავშირის სიმბოლო.
                                            





ბინდის საგა განთიადი











ბელა  და ედვარდი